LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი: „საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია „შუა დერეფნის“ მდგრადობისა და გამძლეობის გაზრდა, მათ შორის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით“

106
ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ბაქოში მიმდინარე მინისტერიალში – „მდგრადი და ციფრული განვითარება შუა დერეფანსა და მის გარეთ“ მონაწილეობს.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ლევან დავითაშვილმა „შუა დერეფნის“ მზარდი მნიშვნელობისა და საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის მთავარი მაკავშირებლის როლის შესახებ ისაუბრა.

„როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია „შუა დერეფნის“ მდგრადობისა და გამძლეობის გაზრდა, მათ შორის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით.

ღონისძიებაში „შუა დერეფნის“ მარშრუტის მონაწილე და ევროკავშირის ქვეყნების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ და მრგვალი მაგიდის ფორმატში განიხილავენ არსებულ პროგრესს, შემდგომი განვითარების პერსპექტივებს და მომავალ ინიციატივებს – როგორც „შუა დერეფანში“, ისე მის ფარგლებს გარეთ, მდგრადობისა და დიგიტალიზაციის მიმართულებით.

კერძოდ, მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსიისას რეგიონის ქვეყნების წარმომადგნელები „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესისთვის მნიშვნელოვან რამდენიმე საკითხზე მსჯელობენ: მწვანე და გამძლე ინფრასტრუქტურის განვითარება, სატვირთო ტრანსპორტის ემისიების შემცირება, სატრანსპორტო ინოვაციები და დიგიტალიზაცია – მათ შორის ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების, ავტომატიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის პოტენციური როლი მწვანე და მოქნილი სატრანსპორტო კავშირის უზრუნველსაყოფად და ა.შ“, – აღნიშნულია უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, ლევან დავითაშვილმა კოლეგებს ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში არსებული მდგომარეობა, ზრდის დინამიკა და „შუა დერეფნის“ ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი, კონკრეტული პროექტების მიმდინარეობა გააცნო.

„საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკის სექტორმა ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა – 2022 წელს 36%-იანი და 13%-იანი 2023 წელს. ასევე იზრდება ქვეყნის საერთაშორისო სატრანსპორტო ნაკადები – გასულ წელს მათმა მოცულობამ 27 მლნ ტონას მიაღწია. იმავდროულად, ტრანსპორტის სექტორი რჩება სათბურის გაზების ემისიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონტრიბუტორად, რაც მიუთითებს შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობაზე სექტორის გამწვანების მიზნით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობენ სარკინიგზო მიმოსვლის მეტად განვითარებას და „შუა დერეფნის“ პოტენციალის გაზრდას. მინისტრმა აქცენტი ორ ძირითად სარკინიგზო პროექტზე გააკეთა – რკინიგზის მოდერნიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ორივე პროექტი მნიშვნელოვნად აძლიერებს ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ტრანსპორტის – სარკინიგზო გადაზიდვების კონკურენტუნარიანობას. ამასთან, მისი ინფორმაციით, დასასრულს უახლოვდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი და შედეგად შემცირდება საოპერაციო დანახარჯები, ხოლო სარკინიგზო მაგისტრალის წლიური გამტარუნარიანობა 27 მილიონიდან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება.

„ამასთან, წარმატებით მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა, რომლის 70% უკვე გახსნილია მოძრაობისთვის. ახალი გზები შენდება ევროპული საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად, გარდა ამისა, ინერგება ე.წ. „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემები საგზაო ქსელის ეფექტურობის და მართვის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით. სტრატეგიული მნიშვნელობისაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, რომლის გამტარუნარიანობა პირველ ეტაპზე, მინიმუმ, 600 000 კონტეინერი (TEU) იქნება. პორტი უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მოწყობილობებით აღიჭურვება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g