LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი – თელავის აეროპორტის პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ერთი კონკრეტული რეგიონის, ისე ქვეყანაში  შიდა ავიაციის განვითარების კუთხით

162
ლეო

თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა. კონკურსში, რომელშიც 13 კომპანია მონაწილეობდა, შპს „ხმალაძე არქიტექტორებმა“ გაიმარჯვა – ჟიურიმ საუკეთესოდ არქიტექტორ გიორგი ხმალაძის კონცეპტუალური და სქემატური დიზაინი ცნო. აეროპორტების გაერთიანებამ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა. 

თელავის აეროპორტის განვითარების პროექტი კომპლექსურია და ახალი სატერმინალო ინფრასტრუქტურის გარდა, არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრულად განახლებას მოიცავს. ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 1,7 კმ-მდე დაგრძელდება, ასევე, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები და აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა.

„თელავის აეროპორტის პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ერთი კონკრეტული რეგიონის, ისე ზოგადად შიდა ავიაციის განვითარების კუთხით მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს საშუალებას მოგვცემს, პირდაპირი კავშირები გვქონდეს ქუთაისის, ამბროლაურის და მესტიის აეროპორტებთან, ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან. თელავში თანამედროვე სტანდარტების აეროპორტის არსებობა ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ტურიზმის განვითარების კუთხით – ის ცალსახად შეუწყობს ხელს ტურისტების მობილობის ზრდას. მათ საშუალება ექნებათ, უფრო სწრაფად და კომფორტულად შეძლონ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის თუ ტურისტული ლოკაციების მონახულება“, – აღნიშნავს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g