LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ქვეყნებს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

106
შეხვედრა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს რაშად ნაბიევს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, შპს „მარაბდა-კარწახის“ ხელმძღვანელმა ლევან კანკავამ, სს „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელმა პირებმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ირაკლი შენგელიამ. აზერბაიჯანის დელეგაციაში, ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის რაშად ნაბიევის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილნი იყვნენ „აზერბაიჯანის რკინიგზის“ თავმჯდომარე როვშან რუსტამოვი, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი და დელეგაციის სხვა წევრები.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „შუა დერეფნის“ მზარდ როლს და იმ ღონისძიებებს, რომლებიც მხარეთა აქტიური ჩართულობით ხორციელდება მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამგზავრო-სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის საკითხი, რომელიც მიმდინარე წლის პირველი მაისიდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g