LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილმა და საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საკითხები განიხილეს 

136
ლეო

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმის გახსნის ღონისძიების შემდეგ საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრს ხალიდ ალ-ფალიჰს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მზაობა ურთიერთთანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და განვითარებისთვის, რომლის პოტენციალიც ეკონომიკის არაერთ სფეროში არსებობს.

იმ მნიშვნელოვან საკითხებს შორის, რაზედაც მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს, საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმება, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებთან თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების მზადყოფნა იყო. აღსანიშნავია, რომ ყურის ქვეყნებიდან საუდის არაბეთი იქნება მესამე ქვეყანა, ვისთანაც საქართველოს ორმხრივი ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულება ექნება.

რაც შეეხება ყურის ქვეყნებთან შესაძლო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს, ლევან დავითაშვილის თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო, თუმცა, კოვიდპანდემიამ პროცესი შეაფერხა.

„როგორც წესი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე საუბარი ყურის ქვეყნების საბჭოს ფარგლებში მიმდინარეობს და არა ცალკეულ ქვეყნებთან ინდივიდუალურად, თუმცა გამონაკლისი მაინც არსებობს – გასულ წელს ხელი მოვაწერეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომელიც ძალაში წელს უნდა შევიდეს.  ასევე გასულ წელს, აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, შევხვდით საბჭოს გენერალურ მდივანს, სადაც თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკების განახლებაზე ვისაუბრეთ“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის სავაჭრო ბრუნვა მზარდი დინამიკით გამოირჩევა – 2023 წლის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის 25%-ითაა გაზრდილი. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საუდის არაბეთიდან ინვესტიციების გაზრდის დიდი პოტენციალი არსებობს ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ლოგისტიკა, უძრავი ქონება, ტურიზმი და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g