LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10-წლიანი საქმიანობა შეაჯამა 

117
ლევან დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 10 წელი შეუსრულდა.

საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება პირველი ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ  ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაარსებით საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბება, პრაქტიკულად, ნულიდან დავიწყეთ. იქამდე ქვეყანას არ ჰქონდა კონკრეტული, მიზანმამართული პოლიტიკა, რომელიც ინოვაციურ და ტექნოლოგიურ სექტორს მხარს დაუჭერდა და დაეხმარებოდა. დღეს კი მართლაც ბევრი გვაქვს სათქმელი“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა თანამედროვე მსოფლიოში ნებისმიერი მიმართულებით ქვეყნის კონკურენტუნარიანობისთვის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სექტორის განვითარების მნიშვნელობა.

„ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, მისი  პროდუქტიულობის გაზრდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე შეუძლებელია. ჩვენ ადამიანური რესურსების, ადამიანური კაპიტალის გარეშე განვითარებული ეკონომიკის ჩამოყალიბების მიზანს, რა თქმა უნდა, ვერ მივაღწევთ, ამიტომ ეკონომიკის სამინისტროსთვის ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10-წლიანი საქმიანობის სტატისტიკას – თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი სტარტაპი, საგრანტო დაფინანსების ოდენობამ  კი 38 მილიონი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დაფინანსებულმა სტარტაპებმა ნახევარი მილიარდი ლარის კერძო ფინანსური სარგებელი მოიპოვეს და 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შექმნეს. ამასთან, საქართველოს მასშტაბით, შეიქმნა 9 ტექნოპარკი, საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ ფარგლებში, საერთო ჯამში 80 პროექტი დაფინანსდა.

„ჩვენი ახალი ინიციატივები ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემას კიდევ უფრო გააძლიერებს და ხელს შეუწყობს ინოვაციების და ტექნოლოგიების, ასევე კვლევის და განვითარების მიმართულებას – ისინი დაინერგება და მჭიდროდ იქნება დაკავშირებული რეალური ეკონომიკის სხვადასხვა დარგთან. ამ ინიციატივებს თამამად შეიძლება რევოლუციური ვუწოდოთ, ისინი მალე კანონმდებლობაში აისახება და საშუალოვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები