ექიმი ლევან ფერაძე წერს მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად შექმნილი მოძრაობის შესახებ:
„ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო, ექიმების ჯგუფი ვიწყებთ მოძრაობას – „გადაარჩინე მიშა”(Save Misha). ჩვენი მიზანია, სასწრაფოდ გაიგზავნოს სააკაშვილი სამკურნალოდ დასავლეთის სპეციალიზებულ კლინიკაში. მისი მდგომარეობა უმძიმესია, ძალიან მაღალია რისკი, უახლოეს მომავალში, განვითარდეს ღრმა უნარშეზღუდულობა, ან მოწმენი გავხდეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაღუპვის.
ვისაც გსურთ შემოერთება ( განსაკუთრებით ეს ეხებათ ექიმებს) დააფიქსირეთ კომენტარებში. გთხოვთ, მაქსიმალურად გააზიაროთ ეს სტატუსი, გადასცეთ სიტყვიერად თქვენს ახლობლებსაც. შეკრება გვექნება უახლოეს დღეებში.
პატივისცემით, ლევან ფერაძე“.
ნანუკა ჟორჟოლიანი: „დაველოდოთ, როდის მოკვდება და შემდეგ მისი ფოტოები დავდოთ გატეხილი გულებით…“