LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან გამყრელიძე: “მაქვს ნათელი ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ფინანსურ დანაშაულებთან ბრძოლა”

75

მაქვს ნათელი ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ფინანსურ დანაშაულებთან ბრძოლა, – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალმა უფროსმა ლევან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. გამყრელიძის თქმით, მისთვის აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელობა საპასუხიმგებლოა. მან ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. “საგამოძიებო სამსახური ჩემთვის ნაცნობი და მშობლიურია, რადგან იქ გატარებული მაქვს 11 წელი. კარგად ვიცი რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას მისი განვითარებისთვის, მაქვს ნათელი ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ფინანსურ დანაშაულებთან ბრძოლა და როგორ უნდა გახდეს უფრო ეფექტური უწყების საქმიანობა”, – განაცხადა გამყრელიძემ.

ლევან გამყრელიძე ამ დრომდე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g