„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, ლევანს მეტროში, 20-მდე ადამიანი დაესხა თავს.
„პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს თბილისის მეტროსადგურში „პოლიტექნიკური“ თავს დაესხნენ.
პოლიტიკოსი ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში მონაწილეობისთვის მიდიოდა, როდესაც მას ორ ათეულამდე უცხო ახალგაზრდა კაცი თავს დაესხა.
ბიძინა ივანიშვილის მუქარის მერე ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ მის მიერ არის ორგანიზებული და რა თქმა უნდა ლევან გოგიჩაიშვილის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება“, – განუცხადეს „ფორტუნას“ პარტიაში.