კითხვაზე, მოხდა თუ არა მძინარე ცხინვალის დაბომბვა, ჩემი პასუხია – არა!, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გააკეთა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ „ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია“.
„თქვენ ჩემი პოზიცია იცით, რომ რუსეთი არის მთავარი საფრთხე ცივილიზებული სამყაროსათვის. ჩვენ კონკურენტულ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც განსაკუთრებით ნატოსთვის ეს საფრთხე არის მწვავე. შესაბამისად, შეკავებისა და თავდაცვის განახლებული პოლიტიკა, რომლის ერთგულებიც ჩვენ ჩვენი რეფორმებით ვართ, იმას ემსახურება, რომ ამ კონკრეტული საფრთხის შეკავება მოხდეს“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
“მინისტრის საათის” ფორმატში პარლამენტში ლევან იზორიას უსმენენ. თავდაცვის მინისტრი კანონმდებლებს ბოლო პერიოდში უწყებაში გატარებულ რეფორმებს აცნობს.