LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან კბილაშვილის დედა: „ლევანის თბილისში გადმოსვენება და ყველა სხვა პროცედურა ლუბა უსპენსკაიამ აიღო საკუთარ თავზე. ბოლომდე უპატრონა…“

471
ლევანი და ლუბა უსპენსკაია

მოსკოვში გარდაცვლილი ქართველი მომღერლის ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე ჟურნალ „სარკეს“ შვილის შესახებ ესაუბრება და აღნიშნავს, რომ მისი ვაჟი დანის პირზე დაიოდა, რომ ისე ეცხოვრა მოსკოვში, ვინმეს რამე არ ეთქვა და შეურაცხყოფა არ მიეყენებინა:

„თუკი რაიმე ღონისძიება ტარდებოდა საქართველოსთან დაკავშირებით, ყველგან მონაწილეობდა, მოსკოვის ქართულ ეკლესიაში გალობდა და აქტიურად იყო ჩართული ქართულ საქმეში. 12 ივნისს დაბადების დღე ჰქონდა, 31 წლის გახდა. დიდი დაბადების დღე გადაიხადა, მერე კონცერტი ჰქონდა… ამ არანორმალურმა ემოციებმა იმოქმედა ალბათ. ბოლოს კონცერტი რომ ჰქონდა, იქ ბიჭებისთვის უთქვამს, სამი თითი მიბჟდებაო. როგორც ჩანს, უკვე ვერ იყო კარგად და თითებიც ამიტომ უბუჟდებოდა. სისხლის მიმოქცევა დარღვეული ჰქონდა, როგორც ჩანს. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ამბავი მოხდებოდა. მისი თითების დაბუჟება ალბათ ნერვიულობასა და ემოციებს დააბრალეს.

“ექსპერტიზის საბოლოო დასკვნაც მივიღეთ, დიდხანს ვიკავებდი თავს, მაგრამ ვერ შევძელი…” – რა გახდა ლევან კბილაშვილის გარდაცვალების მიზეზი

ლევანის თბილისში გადმოსვენება და ყველა სხვა პროცედურა ლუბა უსპენსკაიამ აიღო საკუთარ თავზე. ბოლომდე უპატრონა. ემირ კუსტურიცასთან იყო ახლოს და ბრეგოვიჩმა და კუსტურიცამ რომ გაიგეს, ძალიან შეწუხდნენ. მათი დირექტორი ჩამოვიდა ლევანიკოს ორმოცისთვის და კიდევ ერთ-ერთი ფესტივალის ორგანიზატორი ქალბატონი, რომელშიც ლევანს უნდა მიეღო მონაწილეობა. მოსკოვში ლევანის ხსოვნის საღამოა დაგეგმილი 3 სექტემბერს. ბრეგოვიჩი კონცერტს გამართავს, რომელსაც ლევანის ხსოვნის საღამო დაერქმევა. ისეთ პროექტს აკეთებენ, რომ ცოცხლად დაუკრავენ და ლევანის ხმას დაადებენ. იმ ქვეყანაში დააფასეს და იქნებ, აქაც გააკეთოს ვინმემ მისი საღამო.

თბილისში კონცერტის ჩატარება ლევანის ოცნება იყო… რომ  ჩამოდიოდა, საკონცერტო ტანსაცმელი სულ გამზადებული ჰქონდა, სულ მოლოდინში იყო, რომ ვიღაც დაუძახებდა და სადმე იმღერებდა…“

„არასოდეს შეგირჩევია რაღაც ნიშნით მეგობარი, არასოდეს მიგიტოვებია მაშინ, როდესაც შენ სჭირდებოდი მათ, ამიტომ ხარ ძალიან კარგი შვილი“ – ლევან კბილაშვილის დედის ემოციური პოსტი

„გაგვაჩერეს ზურა მანჯავიძემ და მამუკა ონაშვილმა, ლევანიკოს მისცეს კონვერტი და უთხრეს..” – ლევან კბილაშვილის დედა ემოციურ ამბავს იხსენებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g