LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ხაბეიშვილი: „ცინიზმის მწვერვალია, როცა „ოცნება“ ამბობს, რომ ებრძვიან კორუფციას და ამ დროს მერობის კანდიდატად ყველაზე კორუმპირებულ ადამიანს, კალაძეს წარადგენენ – ივანიშვილი თირკმელს გააყიდვინებს და 800 მილიონს მიატანინებს“

138
ლევან ხაბეიშვილი და კახა კალაძე

„ცინიზმის მწვერვალი, როდესაც მმართველი პარტია ამბობს, რომ კორუფციას ებრძვის და ამ დროს მერობის კანდიდატად წარადგენს კახა კალაძეს – ღარიბაშვილი, გომელაური, ლილუაშვილი, რიჟვაძე – ყველა კორუმპირებულია, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ თუ ყველა ერთად შევკრიბეთ, ერთ კალაძესაც ვერ გაუტოლდებიან“, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც კახა კალაძე „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერად დაასახელა არის, რომ მას ბიძინა ივანიშვილისთვის 800 მილიონის მიტანა მოუწევს.

„ეს არის ცინიზმის მწვერვალი – როცა მმართველი პარტია ამბობს, რომ კორუფციას ებრძვის და ამ დროს მერობის კანდიდატად წარადგენს კახა კალაძეს.

„2011 წელს, როდესაც პირველად შევხვდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს…მახსოვს ბატონი ბიძინას შეკითხვა“ – რა გაიხსენა კახა კალაძემ მერობის კანდიდატად წარდგენისას

„დღეს ჩვენ თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს… ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი“ – კობახიძე კალაძეზე

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღარიბაშვილი, გომელაური, ლილუაშვილი, რიჟვაძე – ყველა კორუმპირებულია, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ თუ ყველა ერთად შევკრიბეთ, ერთ კალაძესაც ვერ გაუტოლდებიან.

ერთადერთი მიზეზით დარჩა კალაძე თანამდებობაზე – ივანიშვილი თირკმელს გააყიდვინებს და 800 მილიონს მიატანინებს”. – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g