LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ხაბეიშვილი: „დამთავრდა სახლში პულტებით ტელევიზორთან ჯდომის დრო, საქართველოს აუქმებს ივანიშვილი“

191
ლევან ხაბეიშვილი

„ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან. რეზოლუციაში ასევე მოთხოვნილია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება“ , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ეს „ჩვენი ქვეყნისთვის უკიდურესად მძიმე რეზოლუცია“:

ასევე ნახეთ

რეზოლუციის სრულ ტექსტთან ერთად, რომელიც ამბობს, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, სანამ „აგენტების კანონი“ ძალაში იქნება, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ორივე შესწორებას, რომლითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

განცხადებების შემდეგ უკვე ოფიციალურად 480 – დან 425 ევროპარლამენტარის გადაწყვეტილებით რუსული კანონის მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს.

უკიდურესად მძიმე და სამწუხაროა ჩვენი ქვეყნისთვის. ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან.

პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: „ეს არის პოლიტიკური დეკლარაცია, რომელსაც არავითარი სამართლებრივი ძალა არ აქვს.. მისი ფარატინა ქაღალდობა საქართველოსთან მიმართებით არაერთხელ დამტკიცდა“

ეს ნიშნავს ეკონომიკურ ბლოკადას, ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების შეცვლას – ევროპული კურსიდან გადახვევა, უკიდურეს გაჭირვებას და უმძიმეს რეალობას საქართველოსთვის.

რეზოლუციაში მოთხოვნილია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და უზრუნველყოფა მინიმალურად ობიექტური საარჩევნო გარემოსი, სადაც ხალხი გადაწყვეტს მისი ქვეყნის ბედს და არა ივანიშვილი.

კალაძე: „მორიგი სამარცხვინო ფაქტი ვნახეთ, არავინ ეწევა ევროპული მომავლის და ევროკავშირის ისეთ დისკრედიტაციას, როგორც ზოგიერთი ევროპარლამენტარი – მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს“

ჩემო ძვირფასებო დამთავრდა დრო სახლში ჯდომის, პულტებით ტელევიზორთან სხდომა და აბსოლუტურად ყველა საქმე კარგავს აზრს. საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!

დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო და აბსოლუტირად ყველა ჩავერთოთ რუსული კანონის, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ძალა ერთობაშია, ძალა ხალხშია, ძალა ევროპაშია!“. – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g