LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ხაბეიშვილი: „მნიშვნელოვანია, ყველამ თავისი ამბიცია გვერდით გადადოს და ვიბრძოლოთ 26 ოქტომბრის მთავარი არჩევნებისთვის, რომელიც საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ „მოსკოვის სპარტაკთან“ გველოდება“

210
ლევან ხაბეიშვილი

„ამ ხელისუფლების დარჩენის შემთხვევაში, კი არ გაიყინება ევროკავშირთან მოლაპარაკებები, არამედ ჩვენს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა აღარ ექნებათ – მნიშვნელოვანია, ვიბრძოლოთ 26 ოქტომბრის მთავარი არჩევნებისთვის, რომელიც „მოსკოვის სპარტაკთან“ გველოდება“, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, თუ ხელისუფლება არ შეიცვალა საქართველოს როგორც სახელმწიფოს, ისე მოქალაქეებს, დიდი პრობლემა ელოდება:

პაატა მანჯგალაძე: „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიზანია, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, შევქმნათ კიდევ უფრო ძლიერი მიზიდულობის ცენტრი – აუცილებლად იქნება ერთიანობა, ჩვენს გარდა იქნება სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც“

„ჩვენს მოქალაქეებს ესმით და ხედავენ, რომ ამ ხელისუფლების დარჩენის შემთხვევაში, კი არ გაიყინება ევროკავშირთან მოლაპარაკებები, არამედ უვიზო მიმოსვლა ჩვენს მოქალაქეებს აღარ ექნებათ.

თუ საქართველოს მთავრობა რუსეთის მიმართულებით მიდის და ანტიევროპულ და ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებს, ცხადია სავიზო შეზღუდვები აუცილებლად იქნება.

შეგიძლიათ ნახოთ, რა ღირს პროდუქტები, ეს კიდევ უფრო დამძიმდება იმ ეკონომიკური კოლაფსის პირობებში, რომელიც სანქციებისა და მმართველი პარტიის პროპაგანდის შედეგად მოსალოდნელია, რომ მოხდეს.

თინა ბოკუჩავა: „ხალხო, მოდით ვიყოთ რეალისტურები, წითელი ხაზი ჩემთვის და ვფიქრობ, ყველა პროდასავლური პარტიისთვის უნდა იყოს [ბიძინა] ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება” – რას სთავაზობს „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ოპოზიციურ პარტიებს და რა გადაწყვეტილება მიიღო პარტიის პოლიტსაბჭომ?

„8 ივლისს ვგეგმავთ, რომ ჩავატაროთ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. ერთგვარი, პრეზენტაცია და ასევე, ყრილობის ნაწილი იქნება, სადაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარესთან და ამასთან, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარესთან დაკავშირებითაც“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა

საქართველოს ეკონომიკის 80-90% და ფინანსური აქტივები სწორედ დასავლეთზე დგას. ამიტომ ხელისუფლება თუ არ შევცვალეთ, ძალიან დიდი პრობლემა ელოდება საქართველოს როგორც სახელმწიფოს, ისე მოქალაქეებს.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ თავისი ამბიცია გვერდით გადადოს და ვიბრძოლოთ 26 ოქტომბრის მთავარი არჩევნებისთვის, რომელიც საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ “მოსკოვის სპარტაკთან” გველოდება“. – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g