LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლევან ხაბეიშვილმა მითხრა, რომ აუცილებელია სპეციალური სარეაბილიტაციო მკურნალობის კურსის გავლა, მათ შორის უცხოეთში, თავზე სერიოზული ტრავმა აქვს მიღებული.. ხელისუფლების მხრიდან მასზე ნიშნის მოგებით საუბარი უსინდისობაა“ – მანჯგალაძე

147
პაატა მანჯგალაძე

„ხელისუფლების მხრიდან ლევან ხაბეიშვილზე საუბარი უსინდისობაა, როდესაც მას სწორედ იმიტომ მოუწია პოლიტიკური პროცესებისგან დროებით გაცლა, რომ თავზე სერიოზული ტრავმა აქვს მიღებული“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა, მას თინა ბოკუჩავა შეცვლის

როგორც მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, ლევან ხაბეიშვილისთვის სპეციალური სარეაბილიტაციო მკურნალობის კურსის გავლაა აუცილებელი.

ირაკლი ზარქუა: ოპოზიციაში უბედურების ზარმა ჩამოკრა, ჩემი „ხაბე“ აღარ არის თავმჯდომარე, დამიჩაგრეს – კი ვაფრთხილებდი გამოგიყენებენ, გიხმარენ და გადაგაგდებენ-მეთქი, მაგრამ არ დაიჯერა – „ხაბე“ მაინც პლუსშია, ბოტასები რჩება, პალტოც

„როგორც მან მითხრა, ექიმების რეკომენდაციით, ის რაიონ და სოფელ-სოფელ სიარულს ვერ შეძლებს, აუცილებელია სპეციალური სარეაბილიტაციო მკურნალობის კურსის გავლა, მათ შორის უცხოეთში.

„ქართული ოცნება“ ნიშნის მოგებით როგორ საუბრობს ლევან ხაბეიშვილზე, როცა დაკავებული არ არის ერთი დამნაშავეც კი, ვინც მოქალაქეს, პარლამენტის წევრს და მათ კოლეგას ფიზიკურად ნახევარი საათის განმავლობაში უსწორდებოდა.

მე არც ერთი „ქოცი“ არ მინდა, რომ იმ მდგომარეობაში ვნახო. როგორ ლაპარაკობენ ნიშნის მოგებით ლევან ხაბეიშვილზე, მაშინ, როდესაც თვითონ მიიყვანეს ეს ადამიანი იმ მდგომარეობამდე, რომ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები