LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ხურცია მეუღლეს: „მადლობა მინდა გადავუხადო გაძლებისთვის და თანადგომისთვის ჩემს მეორე ნახევარს, რომელიც დღეს იუბილარია, გილოცავ, მიყვარხარ და შენ გიძღვნი დღევანდელ მიჯაჭვულ პრომეთეს”

397
fot (7)

მსახიობი ლევან ხურცია მეუღლეს, მარიამ კუბლაშვილს დაბადების დღეს საჯაროდ ულოცავს.

როგორც ხურცია წერს, ის მე-5 და ბოლო საპრემიერო სპექტაკლს „მიჯაჭვული პრომეთე“ სწორედ მარიამს უძღვნის.

„დღეს მე-5 და ბოლო საპრემიერო სპექტაკლი „მიჯაჭვული პრომეთე“ რუსთაველის ეროვნულ თეატრში. ამ 7-თვიანმა მუშაობამ ძალიან ბევრი რამ დამანახა, რასაც აქამდე ვერ ვხედავდი და ბევრი რამ შემასწავლა, რაც აქამდე არ ვიცოდი … ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო „ჩემს“ უძვირფასეს თეატრს, ბნ. რობერტ სტურუას, მეგობრებს და კოლეგებს, მაყურებელს ვის გარეშეც არ არსებობს ჩვენი პროფესია და გაძლებისთვის და თანადგომისთვის ჩემს მეორე ნახევარს, რომელიც დღეს იუბილარია? გილოცავ, მიყვარხარ და შენ გიძღვნი დღევანდელ მიჯაჭვულ პრომეთეს,” – წერს ლევან ხურცია.

ცნობისთვის, 21 მაისს მარიამ კუბლაშვილის დაბადების დღე იყო.

ცნობილმა ადვოკატმა იუბილე ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა.

ფოტო/ვიდეო: ულამაზესი ვარდების თაიგული და ტორტი – როგორ აღნიშნა მარიამ კუბლაშვილმა დაბადების დღე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g