LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან კობიაშვილი: „სრულიად მიუღებელი ქმედების გამო, შეურაცხყოფა მივაყენეთ სტუმარი გუნდის გულშემატკივარს, ჩვენს ნაკრებს საშუალება არ მიეცა, ქომაგებთან ერთად ეზეიმა გამარჯვება – ეს შესაძლოა, უეფასგან სანქციების მიზეზი გახდეს“

232
ლევან კობიაშვილი

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტი შესაძლოა, უეფას მხრიდან სანქციების მიზეზი გახდეს.

ამის შესახებ კობიაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ სტუმარი გუნდის ქომაგის მიმართ მსგავსი ქმედება მიუღებელია:

„ვისურვებ, რომ ეს გამარჯვების მენტალიტეტი და ემოციები არაფერმა შეცვალოს“ – შოთა არველაძე სომხეთის ნაკრებთან მატჩზე

„მადლობა ჩვენი ნაკრების ერთგულ გულშემატკივარს, რომელმაც „დინამო არენაზე“ მთელი მატჩის განმავლობაში საუცხოო ატმოსფერო შექმნა. თქვენი უდიდესი მხარდაჭერა ნამდვილად იგრძნობოდა სტადიონზე და ტრადიციულად უდიდეს მოტივაციას აძლევდა გუნდს, რისთვისაც, მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა.

თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტი, როდესაც მაყურებლის მცირე ნაწილი სტადიონზე შეიჭრა და უსიამოვნო ფაქტს ჰქონდა ადგილი როგორც მოედანზე, ისე სტუმართა გუნდის ტრიბუნასთან.

მიუღებელია მსგავსი ქმედება სტუმარი გუნდის ქომაგის მიმართ. ამ სრულიად მიუღებელი ქმედების გამო, შეურაცხყოფა მივაყენეთ როგორც სტუმარი გუნდის გულშემატკივარს, ისე საშუალება არ მიეცა ჩვენს ნაკრებს, ერთგულ ქომაგებთან ერთად ეზეიმა გამარჯვება.

„როგორც ჯერაც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მინდა ბოდიში მოვუხადო ჩვენ მეზობელ ხალხს, ზოგი ჩვენ უჯიშო მოქალაქეების უმსგავსო საქციელისთვის“ – სალომე ზურაბიშვილი

პაპუაშვილი: „ზურაბიშვილი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს რომ ამ ტერმინოლოგიით მიმართავს, ესეც აჩვენებს, რომ მისთვის მშობლიური ენა არ იცის და არ იცის, სად რა ტერმინი და სიტყვა გამოიყენოს“

„ეს ზოგადად ახასიათებს ხოლმე ადამიანებს, რომლებიც უცხო ენაზე საუბრობენ, იმ ენაში დამკვიდრებული ტერმინების სიმძაფრეში ვერ ერკვევიან ხოლმე.“

მსგავსი ქმედება აზარალებს ფეხბურთს და ჩრდილს აყენებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. აღნიშნული შემთხვევა შესაძლოა უეფას მხრიდან სანქციების მიზეზი გახდეს, შესაბამისად დააზარალოს ჩვენი ნაკრები და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი.

მადლობა სტუმართა გუნდს და ასევე მათ გულშემატკივარს, რომლებმაც როგორც თბილისში, ისე ერევანში მეგობრული გარემო შექმნეს. ასევე განსაკუთრებული მადლობა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და ჩვენ კოლეგებს უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის.

ორ ქვეყანას შორის ახლო ურთიერთობის სპორტულ კავშირს ასევე ადასტურებს, საქართველო-სომხეთის ერთობლივი განაცხადი, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის მასპინძლობაზე. იმედი მაქვს როგორც საქართველო, ისე სომხეთი 2029 წელს 20- წლამდე ნაკრებთა ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი იქნება.

ფეხბურთი გვაერთიანებს და ქმნის წარმატებას. განსაკუთრებული მადლობა ჩვენი საფეხბურთო ნაკრების თითოეულ წევრს, გუნდის სრულ შემადგენლობას, სამწვრთნელო შტაბს, რომლებმაც პლეი-ოფის ორივე შეხვედრაში საოცარი თავდადება და გამარჯვებულის მენტალიტეტი გამოავლინეს“. – წერს ლევან კობიაშვილი.

„იქაც მოვუგეთ და აქაც მოვუგეთ, მეტი რა ჯანდაბა გინდათ ვინც იმ სტადიონზე შევარდით და ბოთლების სროლა დაიწყეთ, ვინ სიკვდილი ხართ, რას ერჩით ჩვენს ქვეყანას, სად დაიბადეთ, ვინ იყო თქვენი გამზრდელი?“ – დათო ლიკლიკაძე სომხეთის ნაკრებთან მატჩის შემდეგ ინციდენტზე

მადლობა ჩვენი ნაკრების ერთგულ გულშემატკივარს, რომელმაც დინამო არენაზე მთელი მატჩის განმავლობაში საუცხოო ატმოსფერო…

Posted by Levan Kobiashvili on Monday 24 March 2025
magti 5g