LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან კობიაშვილის დიდი ოჯახური ტრაგედია – „ჩემი გოგონა 4 წლის ასაკში გარდაიცვალა…“

1526
levankobiashvilishefmaster

„მასტერშეფის“ ერთ-ერთი სახე, ლევან კობიაშვილი, როგორც „სარკე“ წერს, დიდ ტრაგედიას ატარებს. მას და მის მეუღლეს, წლების წინ, პატარა გოგონა გარდაეცვალათ, რომელიც 4 წლის იყო. ამის შესახებ ლევან კობიაშვილმა ჟურნალის ფურცლებზე ისაუბრა.

რამდენი შვილი გყავთ?

სამი, ორი ბიჭი და გოგონა, მაგრამ გოგონა სამწუხაროდ, აღარ გვყავს… დაბადებიდან თირკმლის უკმარისობა ჰქონდა და 4 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ძალიან სამწუხარო ამბავია, თურმე რამხელა ტკივილს ატარებთ…

დიახ, ასეა…. ჩვენი უფროსი ბიჭი 19 წლისაა, მეორე გოგონა იყო და მესამე შვილი 9 წლის ხდება.

ბიჭებს აქვთ მზარეულობის ნიჭი?

უფროს ბიჭს ახლახან მოუნდა  მზარეულობა და ხან მუშაობს, ხან – არა. კორონავირუსის გამო გაჩერდნენ და ახლა ისევ აპირებს სამზარეულოში  მუშაობის დაწყებას.

 

ფოტოები აღებულია „მასტერშეფის“ ოფიციალური „ფეისბუქ“-გვერდიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g