მომღერალი ლევან ლაზარიშვილი ჟურნალ „სარკეს“ უზიარებს საკუთარ მოსაზრებებს არამიწიერი ცივილიზაციების შესახებ:
„არსებობენ არამიწიერი ცივილიზაციები, რომლებსაც ჩვენთან კონტაქტი უნდათ. რუსეთს, ამერიკას და სხვა სახელმწიფოებს ამაზე ინფორმაცია აქვთ და გვიმალავენ, რადგან ამ ეტაპზე მიიჩნევენ, რომ კაცობრიობა ამისთვის მზად არის.
თქვენ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?
მე მაქვს კონტაქტი იმ ადამიანებთან, რომლებსაც უცხო ცივილიზაციებთან ურთიერთობა აქვთ. ასტრალში გასვლა შეუძლიათ ადამიანებს, ანუ სხეულიდან ნაწილობრივ გასვლა შეუძლია ჩვენს სულს. ჩვენი პატრიარქი რასაც ხილვას ეძახის, ეს არის ასტრალში გასვლა. ცნობიერება და აზროვნება გვინარჩუნებდა სხეულის გარეშეც და წარმოდგენა, რომ გვგონია, ადამიანის ტვინი აზროვნებს, ასე არ არის. ტვინი კი არა, ადამიანის სული აზროვნებს. ჩვენი სხეულში ჩასახვის მიზანი კი ის არის, რომ ამ სხეულით წავიღოთ სხვა სამყაროში ის ცოდნა, რაც აქ შევიძინეთ. ამ სამყაროდან ხომ მხოლოდ ცოდნა მიგვაქვს და არა – მატერიალური შენაძენი…
ბინის კრედიტს რომ ვიხდით 20 წელი, მერე ვკვდებით და ის ბინა ვერსად მიგვაქვს, ასეთი ცხოვრება არასწორია…“