LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ლორთქიფანიძე: „ჯერ არაფერი გადაწყვეტილა – ორგანიზების შემთხვევაში, საზოგადოებას საბოლოო სიტყვის თქმა შეუძლია უნივერსიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით“

111
ლევან ლორთქიფანიძე

ჯერ არაფერი გადაწყვეტილა – ორგანიზების შემთხვევაში, საზოგადოებას საბოლოო სიტყვის თქმა შეუძლია უნივერსიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ, განათლების სამინისტროსთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლევან ლორთქიფანიძე სტუ-სა და თსუ-ს კურსდამთავრებულებს შაბათს შეხვედრისკენ მოუწოდებს, რომ მისი თქმით, იმსჯელონ იმ გზებზე, რომელსაც უნივერსიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება შეეძლება.

ირაკლი კობახიძე: „დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე მდგომარეობაშია – ჩვენი სისტემა ვერ აწვდის სათანადო ხარისხის განათლებას სტუდენტებს და ჩვენი ამოცანაა ამ ყველაფრის არსებითად გამოსწორება“

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის და პროფესორების შეხვედრაზე.

„მინისტრი მიქანაძე აცხადებს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, აღარაფერი აღარ შეიცვლება და წინააღმდეგობას აზრი არ აქვს. ამასთანავე, აცხადებენ, რომ ყველაფერი დახურულ კარს მიღმა უნდა გადაწყდეს, ვიწრო წრეში. ვფიქრობთ, რომ ჯერ არაფერი არ გადაწყვეტილა. ორგანიზების შემთხვევაში, საზოგადოებას საბოლოო სიტყვის თქმა შეუძლია. ასევე, აუცილებელია, რომ ამ განხილვებში არა მარტო სტუდენტები და ლექტორები ჩაერთონ, არამედ თითოეული მოქალაქე, რადგან ამ საკითხის განხილვაში, თითოეულ მოქალაქეს შეუძლია ჩაერთოს. ამ ორი უნივერსიტეტის როლი საქართველოს განვითარებაში არის კოლოსალური. მაგრამ, საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვალდებულები ვართ ჩავერთოთ განხილვებში, ვგულისხმობ კურსდამთავრებულებს. უნივერსიტეტის ისტორიისა და იდენტობის ნაწილი ვართ ჩვენც, კურსდამთავრებულებიც. ამიტომ, ჩვენ სტუ-სა და თსუ-ს კურსდამთავრებულებს 14 თებერვალს, შაბათს, 17:00 საათზე, გიწვევთ „ტერმინალის“ დარბაზში, რომ ვიმსჯელოთ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ დამანგრეველი რეფორმის გასაჩერებლად.

რეფორმის მიზანი არ არის ხარისხის უზრუნველყოფა, არამედ აკადემიური საზოგადოების დამონებაა და დიქტატურის დამყარებაა. არავის მზა რეცეპტებს არ ვთავაზობთ, ვიწვევთ, რომ ვიმსჯელოთ თუ რა შეგვიძლია უნივერსიტეტების გადასარჩენად”,- განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ინფორმაციისთვის, განათლების სამინისტროსთან ერთობლივი პრესკონფერენცია მოძრაობებმა – „სოციალური დემოკრატიისთვის“, „განათლება საფრთხეშია“ და პარტია „თავისუფლების მოედანმა“ გამართეს, სადაც სტუ-სა და თსუ-ს უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებთან შეხვედრა დააანონსეს.

გივი მიქანაძე: „შეთავაზებული იყო, რომ დავიწყოთ რეორგანიზაციის პროცესი, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მმართველი ორგანო, თუმცა ამ მმართველმა ორგანომ არა მყისიერად, არამედ თუნდაც 2, 2-წელიწადნახევარში იმსჯელოს საკითხებზე“

სტუ-ის აკადემიური საბჭო: „არ ვეთანხმებით უნივერსიტეტის ავტონომიის ნებისმიერი ფორმით შეზღუდვას, მათ შორის თსუ-თან შესაძლო შერწყმას… ვთხოვთ მთავრობას, შეაჩეროს პროცესი, ვიდრე არ შედგება განხილვა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g