LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან მაჭავარიანი: „დათქმები, რომელიც ევროსაბჭოში ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილების ცნობას მოაყოლეს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში უპატივცემულობაა, ეროვნული თავმოყვარეობიდან გამომდინარე ვიმოქმედეთ“

111
ლევან მაჭავარიანი

29 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი აფასებს.

მაჭავარიანის თქმით, „დათქმები, რომელიც ევროსაბჭოში ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილების ცნობას მოაყოლეს, არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში უპატივცემულობა“.

შალვა პაპუაშვილი: არ იქნება სამართლიანი მოპყრობა ქართული სახელმწიფოს მიმართ, არ იქნება საქართველოს პარლამენტის მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში!

„ჩვენ ამას უპასუხოდ ვერ დავტოვებდით, ეროვნული თავმოყვარეობიდან გამომდინარე ვიმოქმედეთ.

„ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს

მათ ცნეს ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება, უბრალოდ, ამ ყველაფერს მოჰყვებოდა რაღაცა დათქმები, რომელიც ჩვენთვის არის მიუღებელი. პირველ რიგში, წითელი ხაზი არის ის, რომ გვთხოვენ, ახალი არჩევნების ჩატარებას. ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა, რა თქმა უნდა, ეროვნულ თავმოყვარეობას, რისი დეფიციტიც, სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს გააჩნიათ. არჩევნები საქართველოში ძალიან მაღალი სტანდარტებით ჩატარდა.

რა თქმა უნდა, ეს არის დროებითი გადაწყვეტილება, ვინაიდან დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ისე გაიმარჯვებს საღი აზრი საბოლოო ჯამში, ბრიუსელშიც და სტრასბურგშიც და შესაბამისად, მერე შეუდგება ჩვენი დელეგაცია საპარლამენტო მუშაობას PACE-ში“, – თქვა ლევან მაჭავარიანმა.

„საბოლოო ჯამში ეს ვერ ცვლის საერთო ვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის“ – ირაკლი კობახიძე „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების” მიერ PACE-ში მუშაობის შეწყვეტაზე საუბრობს

შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის მანდატების გადახედვის და ქვეყანაში ვითარების შეფასების პირობებში გადაწყვიტა, რომ საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოახდინოს 2025 წლის აპრილამდე, თუმცა გარკვეული პირობებით. ასამბლეა აცხადებს, რომ 2025 წლის აპრილში „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს კვლავ განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ პროგრესი იქნება მიღწეული ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ახალი საპარლამენტო არჩევნები, შეწყდება პოლიციის სისასტიკე და ადამიანის უფლებების დარღვევა, გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები.

რეზოლუციას 134 დეპუტატიდან 114-მა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა.

„ქართული ოცნებისთვის” ოცნებების დრო დასრულდა! – ხალხის მოთხოვნა ევროპულ საბჭომ აიტაცა და ერთგვარ ულტიმატუმადაც აქცია“ – სალომე ზურაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g