LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან მაჭავარიანი „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებაზე: „ნაცვლად იმისა, ქუჩაში იყვირონ, ყოველთვის ჯობია, თუ რაღაცას არ ეთანხმებიან, მიმართონ სასამართლოს“

132
ლევან მაჭავარიანი

სასამართლო რაზე რა განაჩენს გამოიტანს მე არ ვიცი, მაგრამ ასეთი გზის არჩევა პირიქით, მისასალმებელია და ნაცვლად იმისა, რომ ქუჩაში რაღაცები იყვირონ, ყოველთვის ჯობია, თუ რაღაცას არ ეთანხმებიან, მიმართონ სასამართლოს, რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებლად მოქმედებს, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებენ.

მისი თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ სასამართლო დამოუკიდებლად მოქმედებს, უბრალოდ, მათი მხრიდან სასამართლოს „გაშავების“ კამპანია ემსახურება ერთადერთს, რომ საზოგადოებაში კონკრეტული ინსტიტუტების მიმართ ნდობის ხარისხი დააგდონ.

„ჩვენი რადიკალური ოპოზიციაც ენდობა ჩვენს სასამართლოს, რადგან იცის, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენები ობიექტურობას ეფუძნება და არანაირად არ არის მიკერძოებული. ამის თვალსაჩინო მაგალითი და დასტურია ის, რომ რაც კი სტრასბურგში გაასაჩივრეს, აბსოლუტურად ყველგან დადგინდა, რომ ჩვენი მართლმსაჯულება მაღალი სტანდარტით მოქმედებს.

სარჩელების შეტანა მათი უფლება და დემოკრატიული პროცესის ნაწილია. სასამართლო რაზე რა განაჩენს გამოიტანს მე არ ვიცი, მაგრამ ასეთი გზის არჩევა პირიქით, მისასალმებელია და ნაცვლად იმისა, რომ ქუჩაში რაღაცები იყვირონ, ყოველთვის ჯობია, თუ რაღაცას არ ეთანხმებიან, მიმართონ სასამართლოს, რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებლად მოქმედებს. ეს კარგად იციან, უბრალოდ, მათი მხრიდან სასამართლოს გაშავების კამპანია ემსახურება ერთადერთს – ჩვენს საზოგადოებაში კონკრეტული ინსტიტუტების მიმართ ნდობის ხარისხი დააგდონ და ა.შ”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, ამ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის სასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g