LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან მაჭავარიანი თამარ კინწურაშვილს პასუხობს

239
ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ეხმაურება „მედიის განვითარების ფონდის“ დამფუძნებლის, თამარ კინწურაშვილის რეპლიკას, რომელიც კინწურაშვილმა ლევან მაჭავარიანის მიერ მანამდე გაკეთებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

საქმე ეხება დეპუტატის განცხადებას, რომ „BBC-მ ვერ მოატყუა საზოგადოება და გასაკვირია, რატომ ფიქრობს „ასავალ-დასავალი“ შეძლებს მოქალაქეების მოტყუებას“.

„ქალბატონო თამარ, არ არის საჭირო პირის ღრუს დაბინძურება, შეგიძლიათ, უფრო კორექტულად ჩამოაყალიბოთ ხოლმე თქვენი აზრი. მსურს, საზოგადოებას შევახსენო თქვენი ბიოგრაფია:

• „ნაცების“ დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი;

• „ნაცების“ დროს სააკაშვილის მრჩეველი;

• „ნაცების“ დროს ბოკერიას მოადგილე. ამ უკიდურესად „ნაცური“ წარსულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ მინიმუმ ამორალურია თქვენი მხრიდან ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი სისწორის გადამოწმება“, – წერს ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები