LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან მახაშვილი: „იმედი გვაქვს, პროვოკაციულ რეზოლუციას ტრამპი ხელს არ მოაწერს და შეძლებს დანაპირების შესრულებას, რომ აშშ-ში „დიფ სთეითი“ დაამარცხოს“

121
ლევან მახაშვილი

„ე.წ. მეგობრობის აქტი ყველაფერია, მეგობრობის გარდა. იგი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, ასევე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხედვას საქართველოსა და რეგიონთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თეორიულად, თუ ეს აქტი ძალაში შევა, მნიშვნელოვნად დააზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს და ესეც იმ არაფორმალური ძალებისა და გავლენების გათვლაა, რომლებმაც, ინერციით, ქვედა პალატაში დოკუმენტი მაინც გაიტანეს.

ნინო წილოსანი: „მეგობრობის აქტის რა გითხრათ, მტრული უფროა… ყოველთვის ოპოზიციური მუხტის გამოცოცხლებასა და მათ რეაბილიტაციას ემსახურება“

„საბოლოო ჯამში, რამდენიმე ეტაპია დარჩენილი, ვიდრე ბოლომდე შევა ძალაში, მაგრამ იმედი გვაქვს, ამ პროვოკაციულ რეზოლუციას პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს და ამით შეძლებს თავისი დანაპირების შესრულებას, რომ აშშ-ში „დიფ სთეითი“ დაამარცხოს.

ამის იმედს ის განწყობები გვაძლევს, რაც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას იმ ფორმალური თუ არაფორმალური კომუნიკაციიდან გამომდინარე აქვს, რაც ჩვენ მათთან გვქონდა. ჩვენ იმის ილუზია არ გვაქვს, რომ ყველაფერი ისე შეიძლება მოხდეს, როგორც ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რადგან ვხედავთ ამ არაფორმალურ ძალებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული ძალაუფლება და ფინანსური თუ სხვა ინტერესებით ისინი ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღებას ახერხებენ.

საბოლოო ჯამში, მაინც გვაქვს იმედი, რომ ის შეძლებს არაფორმალური გავლენების და „დიფ სთეითის“ დამარცხებას და ქვეყანას ამერიკელების ინტერესების გათვალისწინებით წაიყვანს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა

კანონპროექტი 349 ხმით მიიღეს. ახლა ის აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

ამ დროისთვის, 6 მაისისთვის ეს აქტი არაფერს ნიშნავს, რადგან მას არანაირი სამართლებრივი ძალა არ აქვს. თეორიულადაც რომ დავუშვათ, თუ ძალაში შევა და ტრამპი ხელს მოაწერს, ამ შემთხვევაშიც, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებას, ახალ ადმინისტრაციას და ტრამპს ექნება მანევრირების უფლება – თავად გადაწყვიტოს, აღასრულოს მისი ცალკეული ნაწილი, სრულად აღასრულოს თუ საერთოდ არ აღასრულოს.

კახა კალაძე: „ვხედავ იმას, რომ დამარცხებული არ არის „დიფ სთეითი“, რომელსაც საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს“

ახალ ადმინისტრაციას თუ რაიმე ნაბიჯის გადადგმა უნდა, ამისთვის მაინცდამაინც კონგრესის ეს კონკრეტული აქტი არ სჭირდება, ისევე როგორც კონგრესის აქტის შემთხვევაშიც, ეს მხოლოდ მანდატია, რომელსაც ან განახორციელებს, ან არა“. – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g