პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა დადებითი დინამიკითაა, თუმცა კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თორნიკე რიჟვაძე კლინიკაში დაახლოებით 06:30 საათზე გადმოიყვანეს და მისი მდგომარეობა იყო მძიმე:
შალვა პაპუაშვილი: „რა თქმა უნდა, მძიმე შემთხვევაა, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ – გამოძიება მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა მინისტრი თავად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე“
კითხვაზე, აპირებდა თუ არა შემთხვევამდე შსს თორნიკე რიჟვაძის დაკავებას, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „არ ვიცი საიდან მოგაქვთ ეს ვერსიები“.
„პაციენტი შემოყვანილია დღეს დილით, დაახლოებით 06:30 საათზე. გადმოყვანილი იქნა სხვა კლინიკიდან, მდგომარეობა შემოსვლისას იყო საკმაოდ მძიმე, ვინაიდან კლინიკურად სახეზე იყო ტრავმულ – ჰემორაგიული შოკის კლინიკა.
ამ წუთში, მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკითაა, ვინაიდან შოკის ხარისხი შემცირებულია, ჰემოდინამიკის პარამეტრები მეტ ნაკლებად აღდგენილია, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, უტარდება ის სამკურნალო ღონისძიებები, რაც პროტოკოლითაა გათვალისწინებული“. – განაცხადა ლევან რატიანმა.
ინფორმაციისთვის, დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების თქმით, რიჟვაძეს ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მოგვიანებით კი, რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.
⭕⬇ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის – ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, აჭარის ა/რ მთავრობის ყოფილი…
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Monday 7 July 2025