ლევან სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს დედის შესახებ, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, თუმცა მისთვის მეხუთე დღეა, ოჯახის ექიმს არ დაურეკავს. როგორც ლევანი წერს, დედას საკუთარი სახსრებით გაუკეთეს ანალიზები, თუმცა ყურადღებას ითხოვენ.
„დედაჩემს, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდ 19, აქვს გადატანილი ხერხემლის ინსულტი, უშაქრო დიაბეტი და თირკმელებია მძიმე პრობლემა, 5 დღის წინ მოგვამაგრეს ოჯახის ექიმი, რომელმაც პირველ დღეს დარეკა და მას მერე ვეძებთ, არ ვაბუქებ, მართლა ვეძებთ, იმიტომ, რომ რამდენჯერაც მოვითხოვთ ჯანდაცვის ცხელ ხაზზე, რომ თუ ვერ პოულობენ ჩაანაცვლონ მაინც, იმდენჯერ ჩაიწერეს მონაცემები და იმდენივეჯერ მითხრეს, რომ ჯანდაცვის მონიტორინგს გადაეცემა და იპოვიან და დაგვიკავშირდებიან… ( ამ წამსაც)
ამასობაში გავიდა 5 დღე!!! მარა ექიმი კიდევ არ ჩანს, რომლის მიმართვის გარეშეც ერთ ანალიზსაც არ გაგიკეთებენ… გუშინ წინ ჩვენი სახსრებით ავიღეთ ყველა ანალიზი კატეს გარდა… გარდა ამისა, ძალიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ექიმის მეთვალყურეობა, მინიმუმ რჩევა-დარიგება… არც ჩასაფრებული პოზიციიდან ვწერ და არც იმ ექიმსაგან არ ვითხოვ არაფერს, გარდა ყურადღებისა და დაკვალიანებისა… ან იქნებ, შეგვიცვალონ დროზე და სასწრაფოდ ყოველგვარი მონიტორინგებისა და ვირიშვილობების გარეშე.. ან გვითხარით, რომ თქვენს თავებს მიხედეთო და თქვენთან რეკვებში, გაურკვევლობებში და ლოდინში მაინც აღარ დავხარჯავთ დროს.. არ შეიძლება ასე.. მიხედეთ ხალხს!!! ვიღაცა კომპეტენტურმა რაღაცა ადეკვატური პასუხი გაგვეცით!! მეხუთე დღეა უკვე, მეხუთე… დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“.