რეჟისორ ლევან წულაძისა და მსახიობ მანანა კოზაკოვას ქალიშვილი, თინათინი ორსულადაა და პირველ შვილს ელოდება. ჟურნალ „სარკეს“ მანანა კოზაკოვამ შვილიშვილის სქესი გაუმხილა და მოლოდინების შესახებ ესაუბრა.
მანანა კოზაკოვა:
„ლევანი განსაკუთრებულად ღელავს. ამას წინათ, თინათინმა ექოსკოპიის ვიდეო გამოგვიგზავნა, სახეგაბადრულმა რვაჯერ მაინც ვუყურე, ლევანმა კი ჯერ საერთოდ ვერ შეძლო შეხედვა, შემდეგ, როგორც იქნა, გაბედა და კითხვებით ამავსო. ეს რას ნიშნავს, ასე რატომ მოძრაობს, თავი სად აქვსო და ათასი რამ. როცა ბავშვი დაიბადება და დაინახავს, ლევანი, ალბათ, მაშინ დამშვიდდება.
ბავშვის სქესი უკვე იცით?
ბიჭი გვეყოლება“.