სპორტის ყოფილმა მინისტრმა, რომელმაც საქალაქო სასამართლო რამდენიმე წუთის წინ დატოვა, დაადასტურა, რომ ის „ომეგა ჯგუფსა“ და ხელისუფლებას შორის შუამავალი იყო. ლევან ყიფიანმა ასევე დაადასტურა, რომ ზაზა ოქუაშვილთან ერთად ჩანაწერები წინასწარ იყო შეთანხმებული, რაც ყიფიანის მტკიცებით, ოქუაშვილს საერთაშორისო პარტნიორებისთვის სჭირდებოდა, რათა ისინი დაერწმუნებინა ხელისუფლების ზეწოლაში. ყიფიანმა განაცხადა, რომ ერთობლივად განხორციელებული ჩანაწერებიც კი დამონტაჟებულია. სპორტის ყოფილმა მინისტრმა ასევე უარყო ოქუაშვილის განცხადება თითქოს ის ფარცხალაძის ბრძანებით სარდაფში ჩაკეტეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.
შეგახსენებთ, ლევან ყიფიანმა საქალაქო სასამართლო ცოტა ხნის წინ დატოვა.