LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ყიფიანს რა თანამდებობა აქვს, რას წარმოადგენს, მითხარით – კახა კალაძე “ომეგა ჯგუფის” საქმეზე

56

თბილისის მერი, „ქართული ოცნების“  გენერალური მდივანი, კახა კალაძე, ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ არსებულ სკანდალს ეხმაურება. საუბარია ჩანაწერებზე, რომლის მიხედვითაც „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლებს ბიზნეს წილების დათმობას აიძულებენ.

კალაძე ამბობს, რომ მაღალჩინოსნების მონაწილეობა ფარულ ჩანაწერებში არ იკვეთება. მისივე განცხადებით, მედიას საუბარი არასწორი მიმართულებით მიჰყავს.

„ვინ ფიგურირებს მითხარით, ერთი პოლიტიკოსი ვინ ფიგურირებს ან თუნდაც ხელისუფლების წარმომადგენელი. ლევან ყიფიანს რა თანამდებობა აქვს, რას წარმოადგენს, მითხარით, სად არის დიმიტრი ქუმსიშვილი.  რა მნიშვნელობა აქვს? მე და შენ რომ ვისაუბროთ და ვინმეს სახელი რომ ვახსენოთ, ის ადამიანი დამნაშავეა? რა ლოგიკაა? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჯგუფს აქვს გადასახდელი 51 მილიონი და ალიბი ვერ იქნება ტელევიზია. არასწორია ეს მიდგომა. კანონი არის ყველასთვის ერთი. ის ვინც არის მონაწილე ამ ჩანაწერების, მათ მიმართ არსებობს კითხვები, მე როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებულია და როგორც ერთ მხარეს, მეორე მხარესაც უნდა მოეთხოვოს პასუხი,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g