32 წლის ასაკში გარდაცვლილი მომღერლის, ლევან კბილაშვილის და – სალომე კბილაშვილი სოციალურ ქსელში ძმასთან დაკავშირებით ემოციურ სტატუსს ავრცელებს.
სალომე კბილაშვილი ძმის საფლავზე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს და წერს:
„ყველა შენი მოქმედება თითქოს ყალბად გეჩვენება… გული შეკუმშულია ტკივილისგან… ტკივილისგან, რომელიც კი არ კლებულობს… პირიქით, ყოველდღე უფრო მეტად გტკივა მონატრებისგან.
ყოველდღე ისმენ მძიმე ამბებს, ადამიანების, მეგობრების, ახალგაზრდების წასვლას…
თითქოს ყველას ტკივილს იზიარებ, მაგრამ ხვდები, რომ საკუთარი ტკივილის შემდეგ გულამდე ვეღარ მიგაქვს ისე, როგორც ადრე… აღარ შეგიძლია გამოხატო ისე, როგორც გინდა.
ამბობენ: „დედას შვილი არ უნდა უკვდებოდესო…” და მართალია…
მაგრამ არც ჩვენთვის, მისი ოჯახის წევრებისთვის არის ადვილი ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება…
დღეს რაღაცნაირი დღე გათენდა… ცარიელი, ჩუმი და უსასრულოდ მტკივნეული.
ლევანიკო, მენატრები…“ – წერს ლევან კბილაშვილის და, სალო კბილაშვილი სოციალურ ქსელში.
