LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lexus 12,5 მილიონი დოლარით დააჯარიმეს

88
9171cecf7f930bf1e7f784466fb3f734fd49f15e

კომპანია Lexus–ს ჯარიმა ანტიმონოპოლისტურმა ბიურომ გამოუწერა. ბაზრის მარეგულირებელმა Toyota–ს კონცერნი 12,5 მილიონი დოლარით დააჯარიმა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, Lexus–მა ანტიმონოპოლისტური კანონმდებლობა დაარღვია და ჩინელი დილერებისთვის მინიმალური ფასი დააწესა. რეგულატორის აზრით, მსგავსი მიდგომა არამხოლოდ კონკურენტების, არამედ მომხმარებლების უფლებებსაც არღვევს.

როგორც Toyota–ს წარმომადგენელმა განაცხადა, ბრენდი ჩინური მხარის გადაწყვეტილებას პატივს სცემს და სასჯელს არ შეეწინააღმდეგება.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ჩინეთში ავტომობილების გაყიდვის მაჩვენებელმა იკლო, ხოლო Lexus–ის გაყიდვებმა იმატა და გასული 11 თვის განმავლობაში ჩინელებმა ბრენდის 180 200 მოდელი შეიძინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g