LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lexus-ის ახალი ფლაგმანი, რომელიც ქარის სისწრაფისაა

39

კომპანია Lexus-მა ახალი ფლაგმანური სედანის, LS-ის მეხუთე თაობა წარმოადგინა. დეტროიტის მოტორშოუზე გამოჩენილი ახალი მოდიფიკაცია, რომელიც LS 500-ის სახელითაა ცნობილი, აღჭურვილია ბიტურბო ძრავით, რომელიც ექვსცილინდრიანია და 10 სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

ახალი სედანი აგებულია გაცილებით გრძელ მოდულურ პლათფორმაზე GA-L, რომელიც პირველად კუპე LC 500-ში გამოჩნდა. მისი გაბარიტებია – სიგრძე: 5235 მმ, სიგანე: 1900 მმ ხოლო სიმაღლე: 1450 მმ.

მოდელი ბენზინის ტიპის აგრეგატითაა წარმოდგენილი, რომელიც 3.5 ლიტრის მოცულობისაა და 415 ცხენის ძალის სიმძლავრისაა.

კრიტიკოსებით აზრით, ახალი მოდელი მსოფლიოს ავტობაზარზე მოწინავე პოზიციებს დაიკავებს.