Toyota Motor ავტოწარმოებას 16 მარტიდან შეამცირებს და მომავალი 2 კვირის განმავლობაში კონვეიერიდან ჩვეულებრივზე 6%–ით ნაკლები ავტომობილი ჩამოვა. ასეთი გადაწყვეტილება ბრენდმა კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებული შეზღუდვების და ზოგადად გაყიდვების მკვეთრად შემცირების გამო მიიღო.
თებერვლის თვეში Toyota–ს გაყიდვები მხოლოდ ჩინეთში 60%–ით შემცირდა, რაც ათასობით ავტომობილს და დიდ ზარალს ნიშნავს.
სხვა ავტომწარმოებლები არასაკმარისი დეტალების გამო დაზარალდნენ, ამ დეტალებს ისინი როგორც წესი, ჩინეთიდან იწერდნენ ხოლმე, ეპიდემიის შემდეგ კი ბუნებრივია, ბევრი შეზღუდვა დაუწესდათ. დაზარალებულთა შორისაა Nissan, ასევე Jaguar Land Rover. წარმოების შემცირება დააანონსა Fiat–მაც, პეკინის და ჟენევის ავტოსალონები ხომ საერთოდ გაუქმდა.