LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lexus–მა იდუმალი ელექტროქარის ახალი გამოსახულება გაავრცელა

67
1920-2021lexusconceptcarteaser

კომპანია Lexus ახალი იდუმალი ელექტროქარის პიარს აგრძელებს. მოდელი წესით 2021 წელს კონცეპტის სტატუსით უნდა გამოვიდეს. გასული წლის დეკემბერში იაპონურმა ბრენდმა გაავრცელა ფოტო, სადაც მანქანის წინა ნაწილი იყო ასახული, ამჯერად კი მომავალი მოდელის სილუეტის ამსახველი თიზერი გავრცელდა.

კადრში კარგად ჩანს განათებული წარწერა Lexus, რომელიც საბარგულის კარზეა დატანილი, ასევე სპოილერის, ფარების და სახურავის შეთვალიერებაც შეიძლება.

შოუ–ქარი, სავარაუდოდ Lexus–ის ელექტროქარების ტარდიციულ დიზაინშია შესრულებული და e-TNGA–ს არქიტექტურაზეა აგებული. შეგახსენებთ, რომ სიახლე ბრენდისთვის რიგით მეორე ელექტროქარი იქნება და პირველი მოდელი ელექტრონული კროსოვერი UX მან 2019 წელს წარადგინა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ასევე ისიც, რომ Lexus ელექტრონული გადამცემების თავის სისტემას ქმნის, რაც მომავალი ელექტროფიკაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იქნება. მწარმოებელი დარწმუნებულია, რომ სიახლე ბევრად მდგრად მართვადობას და კონტროლს უზრუნველყოფს, ასევე ხმაურის დონესაც ძალიან შეამცირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g