LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lexus პირველი ელექტრომობილის კონცეპტს გამოაჩენს

107
07cfb3c29c1557026c120f3c562d68656ef71ac1

იაპონური კომპანია Lexus ისტორიაში პირველი ელექტროქარის დებიუტისთვის ემზადება. კონცეპტის პრემიერა ტოკიოში, ოქტომბრის ბოლოსთვის შედგება.

სიახლის შესახებ ჯერ მხოლოდ მცირე ინფორმაცია არსებობს. ეს იქნება არც თუ ისე დიდი ზომის ავტომობილი, რომლის სილუეტიც ჰეტჩბეკს ემსგავსება. ბუნებრივია, ბრენდის პირველი ელექტროქარი საფირმო სტილის გამგრძელებელი იქნება, თუმცა როგორც ამბობენ რადიატორის ბადე კიდევ უფრო დიდი გახდება. ტექნიკური დეტალები თუ სიძლიერე ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ რჩება.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლისთვის Lexus და Toyota გეგმავენ, რომ მინიმუმ 10 ახალი მოდელი გამოუშვან და ყველა მათგანი ელექტრონულ აგრეგატს მიიღებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g