LG-ს მომდევნო სმარტფონი – G5 აღჭურვილი იქნება ფუნქციით, რომლის საშუალებითაც ეკრანი ყოველთვის ჩართული იქნება სასარგებლო ინფორმაციის მისაღებად.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეკრანზე ნაჩვენები იქნება დრო, თარიღი, გაშვებული ზარები და შეტყობინებები და სხვა ნოტიფიკაციები.
შეგახსენებთ, რომ სმარტფონის პრეზენტაცია 21 თებერვალს, ბარსელონაში გამართულ Mobile World Congress-ზე შედგება.