მსოფლიოში ცნობილი ტექნიკის კომპანია LG რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებულ სანქციებს უერთდება და რუსეთისთვის ყველა პროდუქტის მიწოდებას აჩერებს.
კომპანიაში არ აკონკრეტებენ, როდემდე გაგრძელდება აკრძალვა, თუმცა აღნიშნავენ, რომ განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულები არიან და სიტუაციის განვითარებას ყურადღებით ადევნებს თვალს:
“LG Electronics აჩერებს ყველა მიწოდებას რუსეთში და ყურადღებით ადევნებს თვალყურს სიტუაციის განვითარებას.
ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები თითოეული ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გამო და LG ერთგული რჩება ჰუმანიტარული დახმარების მცდელობების მხარდასაჭერად”, – ვკითხულობთ უმსხვილესი კომპანიის განცხადებაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში