LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

LG შვიდი ახალი სმარტფონის გამოშვებას გეგმავს

73

კომპანია LG, როგორც ჩანს, მსოფლიო მობილურების კონგრესისა და Consumer Elecronics Show-სთვის ახალ სმარტფონებს ამზადებს: X Power 2, K3, K4, K8, K10, Stylus 3 და X Calibur.

როგორ გაირკვა, სმარტფონებიდან არც ერთი არ განეკუთვნება ფლაგმანების ოჯახს. სამწუხაროდ, LG არ ასახელებს ახალი გაჯეტების ფასებს, თუმცა ცნობილია მწარმოებლის ახალი დივაისების ტექნიკური მახასიათებლები და გაბარიტები.

  • Stylus 3 – აღჭურვილი იქნება 5.7 ინჩიანი დისფლეით, ასევე 13 და 5 მეგაპიქსელი კამერით, განათებით, ხოლო ბატარეა 3200 მილიამპერ/საათიანი იქნება.
  • X Power 2 – აღჭურვილი იქნება 5.5 ინჩიანი HD დისფლეით, 13 და 5 მეგაპიქსელიანი კამერებითა და IP68 წყლისა და მტვერის დაცვის სისტემით.
  • K3 (2017) – ამ გაჯეტის დისფლეის ზომა 4.5 ინჩია, იგი აღჭურვილია 2 და 5 მეგაპიქსელიანი კამერით, ბატარეა კი 2100 მილიამპერ/საათია.
  • K4 (2017) – გაჯეტის დისფლეი 4.7 ინჩიანია, მოწყობილობა აღჭურვილია 5 და 8 მეგაპიქსელიანი კამერებით, ხოლო ბატარეის სიმძლავრე 2500 მილიამპერ/საათიანია.
  • K8 (2017) – სმარტფონი წარმოდგენილია HD დისფლეით, რომელიც 5 ინჩიანია. გაჯეტი 5 და 13 მეგაპიქსელიანი კამერითაა წარმოდგენილი, ხოლო ბატარეის სიმძლავრე 2500 მილიამპერ/საათიანია.
  • K10 (2017) – HD დისფლეი, 5.3 ინჩიანი, 5 მეგაპიქსელიანი სელფი კამერითა და 2.5 D შუშით.

ახალი K სერიის მოდელების გაყიდვა იანვრიდან დაიწყება. ხოლო X სერია მარტსა და აპრილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები