LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიამ ჰემსვორტმა მაილი საირუსთან ნიშნობის შესახებ ხმები უარყო

55

2015 წლის დეკემბრის შემდეგ, ლიამ ჰემსვორტმა და მაილი საირუსმა ურთიერთობა აღადგინეს. მას შემდეგ წყვილის რომანი ელვის სიწრაფით ვითარდება, თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში არცერთ მათგანს ამ ყველაფრის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

რადგანაც მაილი არაერთხელ შენიშნეს ნიშნობის ბეჭდით, დასავლურმა ტაბლოიდებმა „სანდო წყაროზე“ დაყრდნობით დაწერეს, რომ წყვილი დაინიშნა. თუმცა ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში ლიამმა ეს ინფორმაცია უარყო: „ჩვენ არ ვართ დანიშნულები“ – სწორედ ასე უპასუხა მსახიობმა ჟურნალისტს.

ლიამისა და მაილის მეგობრების განცხადებით, მათ ურთიერთობაში ყველაფერი შესანიშნავად აქვთ და ამ ეტაპზე ძალიან ბედნიერები არიან. რაც შეეხება ნიშნობას, მათი თქმით ის აუცილებლად შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები