LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიამ პეინი ახალ სინგლს უშვებს

158
Untitled

ლიამ პეინმა ახალი სინგლის გამოსვლა დააანონსა. Teardrops – ამ სახელწოდების სიმღერის რელიზი 1-ელ მარტს შედგება.

აღსანიშნავია, რომ ინგლისელ მომღერალს დიდი ხანია გულშემატკივრისთვის სიახლე არ შეუთავაზებია. იანვრის ბოლოს, 30 წლის მომღერალმა კარიერაში ახალი გვერდის გადაფურცვლის შესახებ განაცხადა, რის გამოც ვარაუდობენ, რომ სულ მალე ის მეორე სტუდიურ ალბომს გამოუშვებს.

ლიამ პეინმა, როგორც დამოუკიდებელმა არტისტმა, მსოფლიო აღიარება სინგლით – Strip That Down მოიპოვა, რომელიც Quavo-სთან დუეტია. სიმღერის პრემიერა 2017 წლის 19 მაისს შედგა. სადებიუტო სოლო სტუდიური ალბომი – LP1, მან 2019 წლის 6 დეკემბერს წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ ლიამ პეინი სოლო კარიერამდე, One Direction-ის წევრი იყო. ჯგუფი 2010 წელს, ბრიტანულ სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსში – The X Factor, ხუთი წევრისგან ჩამოყალიბდა, თუმცა 2015-ში კოლექტივს, ზეინ მალიკი გამოეყო. 2016 წელს ბოიბენდმა ლიამ პეინის, ნაილ ჰორანისჰარი სტაილზისა და ლუის ტომლინსონის შემადგენლობით, უვადო შემოქმედებითი პაუზა აიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები