LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიამ პეინმა და დიჯეი ზედმა ერთობლივი კლიპი წარმოადგინეს (ვიდეო)

83

ერთი თვის წინ, ლიამ პეინმა და დიჯეი ზედმა თაყვანისმცემლებს სიურპრიზი მოუწყეს და ლონდონის ქუჩებში იმპროვიზირებული წარმოდგენა გამართეს. ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ გადაღებული კადრები მათ ახალ ერთობლივ ვიდეოს დაედო საფუძვლად, რომელიც ლიამის სიმღერაზე Get Law გადაიღეს.

იმისათვის, რომ კლიპის მასალა მიეღოთ, მუსიკოსებმა ტრაფალგარის მოედანზე, ოქფორდ-სტრიტსა და ლონდონის სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებში გაიარეს. შედეგმაც არ დააყოვნა და კლიპი სავსეა ადამიანებით, რომლებიც სიურპრიზმა გაახარა.

ვიდეო დიჯეი ზედის Youtube-არხზე 19 სექტემბერს გამოქვეყნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები