LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ დასკვნით კონცერტებს თბილისი უმასპინძლებს

373
ღამის სერენადები

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ დასკვნით კონცერტებს თბილისში 9 და 11 ოქტომბერს გაიმართება.
9 ოქტომბერს ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში მსმენელის წინაშე წარსდგებიან ბეატრიჩე ვენეცი – დირიჟორი, იტალია; ვერიკო ჭუმბურიძე – ვიოლინო, საქართველო/თურქეთი; ფესტივალის საბაზო ორკესტრი “საქართველოს ვირტუოზები” (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე). შესრულდება იოჰანეს ბრამსის – სავიოლინო კონცერტი რე მაჟორი, თხზ.77 (არანჟ. ილან რეხტმანი); პეტრე ჩაიკოვსკის – სერენადა სიმებიანი საკრავებისთვის დო მაჟორი, თხზ. 48.

11 ოქტომბერს კი ფესტივალის დასკვნითი კონცერტზე საქართველოს პირველად ეწვევა იტალიის ერთ-ერთი წამყვანი საბალეტო დასი Balletto Di Roma. „ასტორი – ტანგოს საუკუნე“ – ასე ჰქვია ქორეოგრაფიულ წარმოდგენას,  რომელიც ლეგენდარულ ასტორ პიაცოლას და მის გენიალურ მუსიკას ეძღვნება . საღამოს მონაწილეები არიან: Balletto Di Roma – საბალეტო დასი, იტალია; მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი, იტალია.

ფესტივალი „ღამის სერენადები“ 20 აგვისტოს ქალაქ ბორჯომში გალა კონცერტით გაიხსნა და 22, 24 და 26 აგვისტოს კი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში გაგრძელდა. ანშლაგითა და ოვაციებით აღსავსე საკონცერტო საღამოების პარალელურად ფესტივალის ფარგლებში იმართება ქართველი მხატვრების გამოფენები, დარგობრივი მასტერკლასები და ვორქშოპები მოსწავლე ახალგაზრდებისა და შშმ/სსსმ პირებისთვის.

საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები”, რომელიც მსოფლიოში სახელგანთქმულმა მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ 1982 წელს დააარსა საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ტრადიციული ფესტივალია.
ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია არტ ალიანსი, ფესტივალის დირექტორი – ნინა ცაგარელი, 2018 წლიდან ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი ისაკაძე – მუსიკოსი და პედაგოგი , ლიანა ისაკაძის ძმისშვილი
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ “შემოქმედებითი საქართველო”, აჭარის კულტურის სამინისტრო,ქალაქ თბილისის მერია,ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში.
მასპინძელი სასტუმროები: სასტუმრო ბორჯომი ლიკანი, ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი, ქორთიარდ თბილისი მარიოტი.
ფესტივალის სპონსორი კომპანიები: მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან „ივ როშე“, ნატურალური კოსმეტიკის ქართული წარმოების ბრენდი „პიელ ნატურალსი“, ღვინის კომპანია „პავილიონ ვაინსი“, „პსპ“, ავეჯის სახლი „ნიტა“.
ფესტივალის პარტნიორი: თბილისის ზაქარიაფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკოსკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“.
ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ტელეკომპანია „იმედი“,„პოს ტვ”, „ევრონიუს ჯორჯია“, Billboard Georgia, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება”, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო “კლიპ არტი”, “პალიტრა მედია”, საინფორმაციო სააგენტო “პრაიმ ტაიმი”, “ჯორჯიან პრესი”, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today”, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი “Messenger”, ჟურნალი “სარკე”, გაზეთი „აჭარა“, ონლაინ მედია „აჭარა თაიმს“, რადიო „ფორტუნა“ და ვებ პლატფორმა „ფორტუნა.ჯი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g