LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიანდაგზე ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა, დროებით შეფერხდა რეისები – საქართველოს რკინიგზის განცხადება

320
Untitled design (7)

„დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ლიანდაგზე დღეს გამთენიისას ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა. მომხდარი ფაქტის შედეგად, დროებით შეფერხდა ბათუმი-თბილისის, თბილისი-ბორჯომის და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა.

საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურების მიერ ერთი ლიანდაგი ოპერატიულად გაიწმინდა და დროულად მოხერხდა მატარებლების მოძრაობის განახლება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორე მიმართულების ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაოების დასრულებისთანავე მოძრაობა მეორე ლიანდაგზეც უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით ჩვეულ რეჟიმში განახლდება. პარალელურად, მიმდინარეობს ქვათაცვენის ადგილმდებარეობის დათვალიერება და შესწავლა შესაბამისი სპეციალისტების მიერ“, – წერია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

საქართველოს რკინიგზის განცხადება

დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ლიანდაგზე დღეს გამთენიისას…

Posted by საქართველოს რკინიგზა / Georgian Railway on ხუთშაბათი, 17 აგვისტო, 2023

 

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g