23 წლის ქართველი მეზღვაურს, რომელიც ლიბიაში დაიღუპა, გორში დღეს დაკრძალავენ. სოფელ ერედვიდან დევნილი დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობისას, თურქული კომპანიის კუთვნილი გემიდან 7 იანვარს გაუჩინარდა.
დაკარგული მეზღვაურის ცხედარი 21 იანვარს იპოვნეს. საქართველოში მისი გადმოსვენება ლიბიაში საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი.