LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიბიაში დაკავებულ 3 ქართველ მეზღვაურს ხვალ დაკითხავენ

92

ლიბიაში დაკავებულ 3 ქართველ მეზღვაურს პროკურატურა ხვალ დაკითხავს და სავარაუდოდ სასამართლო პროცესიც გაიმართება – ამის შესახებ ერთერთი დაკავებულის ნუკრი ხოხბას ახლობელმა განაცხადა. ნელი ქართველიშვილის თქმით, სწორედ ხვალ გადაწყდება, გაუშვებენ თუ არა დაკავებულებს ან რა კვალიფიკაცია მიეცემა საქმეს. მისივე თქმით, უკვე რამდენიმე დღეა დაკავებულებს ვერ უკავშირდებიან, ქართველი მეზღვაურები კი სახლემწიფოსგან შველას ამ დრომდე უშედეგოდ ელიან.ქართველიშვილის განცხადებით, დაკავებულებთან შევიდა ადვოკატი, თუმცა დაიცავს თუ არა ის მათ უფლებებს, ინფორმაცია არ აქვს.

შეგახსენებთ, ლიბიაში, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემი 30 აგვისტოს დააკავეს. დაკავებული მეზღვაურებიდან სამი (გენადი კომახიძე, ნუკრი ხოხბა და რომან კაკალაძე) ქართველია, მათ შორის ერთი გემის კაპიტანი. გავცელებული ინფორმაციით, ისინი ლიბიის ციხეში საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდული ტვირთის გადაზიდვის ბრალდებით იმყოფებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g