ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ კონტოლირებად, სამხრეთ ოსეთის ე.წ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის 12 წლით გახანგრძლივების შესახებ.
ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო უწყება ოფიციალურ განცხადებას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ავრცელებს.
„ეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევაა. ლიეტუვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული რჩება.”- აღნიშნულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ესტონეთი მკაცრად გმობს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების გაგრძელებასთან დაკავშირებით – ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
🇱🇹 MFA strongly condemns sentencing of #Georgia's citizen Zaza Gakheladze by so-called court of Russian controlled South Ossetia. This is in clear breach of 2008 ceasefire agreement and #ECHRjudgment of 21 Jan 2021. 🇱🇹 remains committed to 🇬🇪 sovereignty & territorial integrity. https://t.co/pBMlamVNiF
— Lithuania MFA | #StandWithUkraine (@LithuaniaMFA) February 6, 2021