LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლიეტუვა თქვენს გვერდით დგას, საქართველო” -ლინას ლინკევიჩუსი აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

124

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთ-საქართვლოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. ვიდეომიმართვა დიპლომატის Twitter-ის გვერდზე გავრცელდა.

„რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორცილებული აგრესიიდან 10 წელი გავიდა. რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას, ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%-ი. ხვალ პოლონელ და ლატვიელ კოლეგებთან, ასევე უკრაინის ვიცე-პრემიერთან ერთად ჩავდივარ თბილისში, რათა ქართველ ხალხს სოლიდარობა გამოვუცხადო“, – ამბობს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი.

ვიდეო მიმართვაში ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად დაწყებული ომის ჭრილობების მოშუშება და ტერიტორიული მთლიანობის აღდენა ძალიან რთულია. თუმცა, მისივე თქმით, საქართველო ამას აუცილებლად შეძლებს, რადგან მას დემოკრატიული სამყარო უჭერს მხარს.

ლიეტუვა თქვენს გვერდით დგას, საქართველო“, – ვიდეომიმართვის ბოლოს ამ ფრაზას ლიეტუვასსაგაერო საქმეთა მინისტრი ქართულ ენაზე ამბობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები