„ლიეტუვამ კიდევ 17 ქართველ პოლიტიკოსს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სანქციები დაუწესა“, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუსის ბუდრისი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ლიეტუვა ქართველი ხალხის და მათი ევროპული ოცნების გვერდით დგას. ესტონეთთან კოორდინაციით, ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია კიდევ 17 პირის დამატებით, მათ შორისაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე“, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
„არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს სანქციები, ყველაფერი შეიცვლება, დალაგდება… დღეს არის უსამართლობის სრული პიკი“ – კახა კალაძე ესტონეთის მიერ დაწესებულ სანქციაზე
მისივე თქმით, ყველაფერი დასრულდება 20 იანვრის შემდეგ, როდესაც აშშ-ში ახალი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას, განსხვავებული მოცემულობა იქნება მსოფლიოშიც, ევროპაში და საქართველოშიც.
მისი თქმით, ლიეტუვა არ შეეგუება მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის მიმართ ძალადობას და ჩაგვრას.
„ერთობლივი, ევროკავშირის დონეზე მოქმედების დროა“, -აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.