მომავალი თვიდან, ლიეტუვამ შესაძლოა, საქართველოსა და უკრაინასთან საზღვრები გახსნას – ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს.
„ვიმედოვნებთ, რომ ფრენებს განვაახლებთ საქართველოსა და უკრაინასთან. ასევე იმედი გვქონდა, რომ საზღვრებს გავხსნიდით ისრაელთანაც, თუმცა ეპიდსიტუაცია იქ გამწვავებულია”, – ამბობს ლინას ლინკევიჩუსი.
აღსანიშნავია, რომ ლიეტუვამ დღემდე უკვე დაუშვა შეუზღუდავი მოგზაურობა ევროკავშირის ეკონომიკური რეგიონის ქვეყნებში. გამონაკლისი რამდენიმე ქვეყანაა: კორონავირუსის შემთხვევების დიდი რაოდენობის გამო, შვედეთის, პორტუგალიის და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებსა და კანონიერ მაცხოვრებლებს ჯერ კიდევ ეკრძალებათ ლიეტუვაში ჩასვლა. ლიეტუვის მოქალაქეებს კი შეუძლიათ, სამშობლოში დაბრუნდნენ ნებისმიერი ქვეყნიდან.
შეგახსენებთ, მივიღებთ თუ არა 1 ივლისიდან უცხოელ ტურისტებს, ჯერ კიდევ უცნობია. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გადაწყვეტილებებს საერთაშორისო ტურიზმთან მიმართებაში, არსებული ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს.