ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი „ტვიტერის“ გვერდზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს ქართულ ენაზე გამოეხმაურა.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვილნიუსში ქალბატონო პრეზიდენტო. ლიეტუველ და ქართველ ხალხს შორის განსაკუთრებული კავშირია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე,“ – დაწერა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვილნიუსში ქალბატონო პრეზიდენტო @Zourabichvili_S ლიეტუველ და ქართველ ხალხს შორის განსაკუთრებული კავშირია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ გზაზე.
Welcome to #Lithuania, Madam President! pic.twitter.com/6W3BNH281d
— Linas Linkevicius (@LinkeviciusL) March 6, 2019
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვას რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დღეს დაიწყო.