LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიეტუვის ელჩი: ვილნიუსში დღეს ქართველ პარლამენტარებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილის საკითხიც განიხილება

108
ანდრიუს კალინდრა

საქართველოში ლიეტუვის ელჩის, ანდრიუს კალინდრას თქმით, ვილნიუსში დღეს ლიეტუველი და ქართველი დეპუტატების შეხვედრა გაიმართება, სადაც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იქნება.

ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულოს.

ანდრიუს კალინდრამ ასევე ისაუბრა ლიეტუველი დეპუტატების მიხეილ სააკაშვილთან არშეშვებაზე და თქვა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არც მიეცათ დიპლომატებს მისი მონახულების შესაძლებლობა.

„ლიეტუვა ძალიან ყურადღებით აკვირდება სიტუაციას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება. ჩვენ, საქართველოს მეგობრებს გვინდა, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება მალე მოგვარდეს. ამისთვის ყველა მხარისგან იქნება საჭირო პოლიტიკური ნება და სიმამაცე. ასე რომ, ადამიანის უფლებების დაცვა და ჰუმანიტარული სიტუაცია, ყველაზე მნიშვნელოვანია ამ საკითხში.

ლიეტუვის პარლამენტის ორი წევრი – ერთი ხელისუფლების მხრიდან, მეორე კი ოპოზიციიდან, ცდილობდა მიხეილ სააკაშვილის მონახულებას და უნდა ვაღიარო, ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო, ამ პარლამენტარებს მისი მონახულების საშუალება არ მიეცათ.

დღეს ვილნიუსში ვმასპინძლობთ დელეგაციას საქართველოს პარლამენტიდან, რომლის შემადგენლობაში არიან ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია. მინდა დაგიდასტუროთ, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხიც იქნება განხილული ლიეტუველი და ქართველი პარლამენტარების შეხვედრაზე“, – განაცხადა ანდრიუს კალინდრამ. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g